ფეხბურთი

0:40 | 19.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ყირგიზეთი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ყირგიზეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისი არენაზე ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ჯანო კვარაცხელიას, ჯანიკო გიორგაიას და გიორგი ჩიმაკაძის გოლებით დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე, სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა საქართველოს ნაკრების რიგებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, ირაკლი თოდუას და შოთა თოფურიას ეროვნულის ნაკრების 100-ნომრიანი ფორმები გადასცეს. თოდუამ მეასე შეხვედრა სლოვაკეთის წინააღმდეგ, ევრო 2026-ის პლეი-ოფში ჩაატარა, ხოლო თოფურიასთვის სწორედ ყირგიზეთთან მატჩი იყო მეასე სანაკრებო თამაში.

საქართველოს და ყირგიზეთის ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165484