„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა რობერტ ლევანდოვსკის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც გერმანელმა აღნიშნა, ამ ასაკში კრიშტიანუ რონალდუს გარდა, არავინ ზრუნავს თავის სხეულზე ისე, როგორც ლევანდოვსკი:
„რობერტმა იგივე მითხრა, რაც პოლონეთის ნაკრების მწვრთნელმა. თავს კარგად გრძნობდა და არანაირი ტკივილი არ აწუხებდა. ვიცით, რომ ეს შეიძლება სანაკრებო შესვენებების დროს მოხდეს. ფეხბურთელებისთვის ეს ადვილი არ არის და ჩვენთვის საზიანოა. ყველა მოგზაურობა, რაც მათ უწევთ, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე წასვლა... არა მგონია, რომელიმე ფეხბურთელი ისე ზრუნავდეს თავის სხეულზე, როგორც რობერტი და მითხრა, რომ არ ეგონა, რომ ტრავმირებული იყო. ის ყოველთვის ძალიან ზრუნავს საკუთარ თავზე. მისი ასაკის არავინაა, შესაძლოა რონალდუს გარდა, ვინც ასეთ კარგ ფორმაში. მისი ტრავმა ჩვენთვიც ცუდია“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს, შესაბამისად, 26 ოქტომბერს, მადრიდის „რეალთან“ მატჩის გამოტოვება მოუწევს.







