„ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა ლა ლიგის უახლოეს ტურში „ბეტისთან“ ვერ ითამაშოს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ განაცხადა, რომ სანაკრებო პაუზიდან მიქაუტაძე დისკომფორტით დაბრუნდა, თუმცა უფრო მეტად არ დაკონკრეტებულა და შესაბამისად, გიორგის თამაში საეჭვოა.
„ჟორჟს გარკვეული დისკომფორტი აქვს“, - განაცხადა მარსელინომ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „ბეტისის“ მატჩი 18 ოქტომბერს გაიმართება. მიქაუტაძეს ესპანურ კლუბში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.






