„ყველა საუბრობს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მიზანზე, რადგან მას ფული მოაქვს, მაგრამ ტექნიკური მიზნები განსხვავდება ფინანსურისგან. მე მხოლოდ ტექნიკურ ასპექტებზე ვარ ორიენტირებული. ამჟამად კარგ პოზიციაში ვართ. ჩვენი მიზანია მაღალი დონის მატჩის ჩატარება. „ინტერი,“ ისევე როგორც „ნაპოლი,“ შესანიშნავი გუნდია. ყველას აზრს ვუსმენ და ვგრძნობ, რომ „ინტერი“ ჩვენზე უკეთესია. თუმცა, ვმუშაობთ საუკეთესოსთან დასაახლოებლად და წარმატების იმედი გვაქვს“, - ციტირებს გასპერინის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„რომასა“ და „ინტერს“ შორის სერია A-ს მატჩი 18 ოქტომბერს რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ექვსი მატჩის შემდეგ, „რომა“ 15 ქულით ცხრილში მეორე ადგილზეა. „ინტერი“ 12 ქულით მეხუთეზე.






