UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოქტაგონში ბრუნდება. რუსი მებრძოლი მომდევნო კვირას მარიო ბაუტისტას დაუპირისპირდება. უმარმა ბრძოლამდე MMA JUNKIE-ის ინტერვიუ მისცა, სადაც კომენტარი მერაბ დვალიშვილზეც გააკეთა.
"მერაბთან წაგება? ვფიქრობ ისეთი არაფერი მომხდარა, რაც ამ სპორტში არ ხდება. ცხოვრებაში ყველაფერს ვერ გააკონტროლებ, შესაძლოა გააკონტროლო დანებდები თუ არა, როგორ დაბრუნდები, უკეთესად იასპარეზებ თუ არა. არჩევანი ამ საკითხში ყოველთვის გაქვს.
ვფიქრობ ამ წაგების შემდეგ სწორი დასკვნები გამოვიტანე და ყველაფერი გავაკეთე, უამრავი შეკრება გავიარე და ახალ აქ ვარა. ერთი სული მაქვს გალიაში როდის შევალ, რათა ყველას დავუმტკიცო, თუ რას წარმოვადგენ.
ქამარსა და მერაბ დვალიშვილთან რევანშის არჩევანი რომ მქონდეს, შესაძლოა შურისძიება უფრო მინდოდეს. არ ვიცი ვნახოთ რა მოხდება. მერაბმა პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ შესაძლოა პაუზა აიღოს, რადგან მისთვის ეს მეოთხე ბრძოლა იქნება, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მინდა იანვარში ან თებერვალში კიდევ ვიჩხუბო, არავისთვის ლოდინს არ ვაპირებ. ყველაფერი UFC-ზე იქნება დამოკიდებული." - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი 2025 წლის 19 იანვარს მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. მას შემდეგ ქართველმა "მანქანამ" საჩემპიონო ქამარი უკვე ორჯერ დაიცვა და მეოთხე ბრძოლას 6 დეკემბერს პიოტრ იანთან გამართავს. რაც შეეხება უმარს, მერაბთან განცდილი მარცხის შემდეგ პირველად 25 ოქტომბერს UFC321-ზე იბრძოლებს და მისი მოწინააღმდეგე მარიო ბაუტისტა იქნება.









