სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება, 19 ოქტომბერს პრემიერლიგის მე-8 ტურში "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. მატჩამდე "მერსესაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა შეკითხვა ალისონ ბეკერის სავარაუდო დაბრუნებაზე ჰკითხეს.
"როდის დაბრუნდება ალისონი? ამის თქმა რთულია, რადგან ალისონი ჯერ ჯერობით გუნდთან ერთად არ იმყოფება და შესაბამისად არც ვარჯიშობს. ყველაფერი რეაბილიტაციის პროცესზეა დამოკიდებული, თუმცა ამ პროცესის ბოლო ფაზას შეიძლება, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები მოგვცეს. ამიტომ ჯობს დაველოდოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად დასრულდება. ამ ეტაპზე დაზუსტებით იმის თქმა შემიძლია, რომ ის არც ახლა და არც მომდევნო კვირას არ ითამაშებს." - განაცხადა სლოტმა.
ალისონ ბეკერმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის მატჩში "გალათასარაის" წინააღმდეგ მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია, ბრაზილიელი გიორგი მამარდაშვილმა შეცვალა.
შეგახსენებთ, ალისონის არ ყოფნაში "ლივერპულის" კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ქართველს პრემიერლიგაში დებიუტი 4 ოქტომბერს, "ჩელსის" წინააღმდეგ ჰქონდა.






