ფეხბურთი

0:12 | 17.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ადრიენ რაბიო გამოაკლდა

„მილანს“ ადრიენ რაბიო გამოაკლდა. ფრანგი ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე დაშავდა.

რაბიოს მარცხენა წვივის დაზიანება აღენიშნება და 10 დღეში კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება. მოსალოდნელია, რომ ადრიენი მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ადრიენ რაბიო „მილანს“ მიმდინარე სეზონის წინ „მარსელიდან“ შეუერთდა და იტალიური გუნდის მაისურით დღემდე 5 უგოლო მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087415