ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მისთვის სკუდეტო უფრო მნიშვნელოვანი ტიტულია, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი:
„მე უბრალოდ სკუდეტო არ მომიგია. სკუდეტო მოვიგე „რომას“ მაისურით, რომელიც ჩემთვის იყო შექნილი. კაპიტანის, „რომას“ სიმბოლოსა და „რომას“ გულშემატკივრის რანგში ამის განცდა აღუწერელი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატის და სკუდეტოს მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა: ჩემთვის სკუდეტო პირველი გამარჯვებაა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ გიჟი ვარ, მაგრამ სკუდეტოს მუნდიალზე ერთი საფეხურით მაღლა ვაყენებ“, - თქვა ტოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ „რომაში“ სკუდეტო 2001 წელს მოიგო, ხოლო ხუთი შემდეგ იტალიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.






