ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიუსელის ტურნირში იღებს მონაწილეობას, სადაც 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16 ფინალში ფრანგი ჩოგბურთელი კვენტინ პალისი (ATP 77) მარტივად 2 სეტში 6:4,6:4 დაამარცხა და შემდეგ წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კვლავ ფრანგი ჯოვანი მპეტიშ პერიკარდი იქნება. 22 წლის ჩოგბურთელი აღნიშნულ ტურნირზე მე-5 ნომრად არის განთესილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიუსელის ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან. დაიწყო, სადაც ორი შეხვედრა მოიგო.









