თურქეთის ნაკრების კაპიტანმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ საქართველოსთან მოგებული მატჩის შემდეგ 4:1 ჟურნალისტებთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, გუნდი ამ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის კარგად მომზადებული იყო, რაც შედეგზეც აისახა.
"მინდა პირველ რიგში ქოჯაელის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, რადგან მოედანზე შთამბეჭდავი ატმოსფერო იყო. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ, თანაგუნდელებს და ყველას ვინც გვერდში მედგა. ეს ჩემთვის 101 მატჩი იყო და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრს ვითამაშებ. ჩემს თავზე და თამაშზე საუბარი არ მიყვარს, მთავარია, რომ გუნდმა ორ მატჩში კარგი შედეგი აჩვენა. გადამწვეტი მატჩები იყო და კარგად მომზადებულები ვიყავით. გუნდმა ორ მატჩში 10 გოლი გაიტანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და საქმე ბოლომდეა მისაყვანი. იმედი მაქვს, ნოემბრის სანაკრებო მატჩებიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ეხლა." - განაცხადა ჩალჰანოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთთან წაგებული მატჩის შემდეგ საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა, ჩვენი ნაკრები 4 ტურის შემდეგ 3 ქულით მესამე ადგილას იმყოფება და მეორე ადგილოსან თურქეთს 6 ქულით ჩამორჩება. პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს 12 ქულით, ხოლო ბულგარეთს 0 ქულა აქვს და ბოლოზეა.






