ფეხბურთი

12:49 | 15.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს

ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ევროპაში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას sportmediaset-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან უნდა და აქედან გამომდინარე, მისი გარემოცვა ფიქრობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ნეიმარს ევროპაში დაბრუნება დიდად დაეხმარება. როგორც ირკვევა, ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტი მოლაპარაკებებს მილანის "ინტერთან" და "ნაპოლისთან" აწარმოებს.

ცოტა ხნის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლი" იქამდე სანამ კევინ დე ბრუინთან მოლაპარაკებებს დაიწყებდა, ახლოს იყო ნეიმარის გადაბირებასთან, თუმცა როგორც აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, იტალიურ კლუბში გადასვლა თავად ნეიმარმა არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი მშობლიურ კლუბ "სანტოსში" 2025 წლის დასაწყისში დაბრუნდა და მას შემდეგ 21 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09841