მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უეფას ზონაში მორიგი ტურის მატჩები კიდევ ოთხ ჯგუფში გაიმართა და სიტუაცია უფრო მეტად საინტერესო გახდა.
A ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან. იულიან ნაგელსმანის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო ნიკო ვოლტემადეს ერთადერთი გოლით - 1:0. ამავე ჯგფში სლოვაკეთმა შინ 2:0 სძლია ლუქსემბურგს. მომდევნო ტურში 14 ნოემბერს, ლუქსემბურგი გერმანიას, ხოლო სლოვაკეთი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.
| 1. | გერმანია | 4 | 3 | 0 | 1 | 8 | 3 | 5 | 9 |
| 2. | სლოვაკეთი | 4 | 3 | 0 | 1 | 5 | 2 | 3 | 9 |
| 3. | ჩრდ. ირლანდია | 4 | 2 | 0 | 2 | 6 | 5 | 1 | 6 |
| 4. | ლუქსემბურგი | 4 | 0 | 0 | 4 | 1 | 10 | -9 | 0 |
B ჯფუფში პირველი ქულები დაკარგა შვეიცარიის ნაკრებმა, რომელმაც სტუმრად სლოვენიას ვერ მოუგო და უგოლო ფრეს დასჯერდა (0:0), ხოლო შვედეთის ნაკრები ღრმა კრიზისშია: სკანდინავიელებს შეტევაში ვიქტორ გიოკერეში და ალექსანდერ ისაკი ჰყავთ, მაგრამ ეს მათთვის უშედეგოა. შვედეთმა შინ კოსოვოსთან წააგო (0:1) და კოსოვოს ნაკრები მუნდიალზე გასასვლელად სერიოზულ ამბიციას აცხადებს. სხვათა შორის, კოსოვომ მიმდინარე ციკლში შვედეთს მეორედ მოუგო. მომდევნო ტურში შვეიცარია შვედეთს უმასპინძლებს, ხოლო სლოვენია კოსოვოს.
| 1. | შვეიცარია | 4 | 3 | 1 | 0 | 9 | 0 | 9 | 10 |
| 2. | კოსოვო | 4 | 2 | 1 | 1 | 3 | 4 | -1 | 7 |
| 3. | სლოვენია | 4 | 0 | 3 | 1 | 2 | 5 | -3 | 3 |
| 4. | შვედეთი | 4 | 0 | 1 | 3 | 2 | 7 | -5 | 1 |
D ჯგუფში პირველი ქულები დაკარგა საფრანგეთის ნაკრებმა, რომელმაც რეიკიავიკში ისლანდიას ვერ მოუგო. ისლანდიამ ტაიმი მოიგო, რასაც დიდიე დეშამის გუნდმა მეორე ტაიმში კრისტოფერ ნკუნკუსა და ჟან-ფილიპ მატეტას გოლებით უპასუხა, მაგრამ მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს და ქულა გადაარჩინეს - 2:2. ამავე ჯგუფში უკრაინის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა აზერბაიჯანს და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა. მომდევნო ტურში საფრანგეთი უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო აზერბაიჯანი ისლანდიას.
| 1. | საფრანგეთი | 4 | 3 | 1 | 0 | 9 | 3 | 6 | 10 |
| 2. | უკრაინა | 4 | 2 | 1 | 1 | 8 | 7 | 1 | 7 |
| 3. | ისლანდია | 4 | 1 | 1 | 2 | 11 | 9 | 2 | 4 |
| 4. | აზერბაიჯანი | 4 | 0 | 1 | 3 | 2 | 11 | -9 | 1 |
და ბოლოს, J ჯგუფი, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიამ შინ ყაზახეთთან უმნიშვნელოვანესი ორი ქულა დაკარგა და ჯგუფში პირველი ადგილიც. მაკედონია 7 ტურის შემდეგ ისევ დაუმარცხებელია, მაგრამ ყაზახეთთან შინ 1:1-ს დასჯერდა, ეს ორი ქულა კი ძალიან ძვირად უნდა დაუჯდეს, რადგან ბოლო ტურის მატჩი დარჩა სათამაშო, კონკურენტ უელსთან გასვლაზე. თავის მხრივ, უელსი ბელგიასთან შინ 2:4 დამარცხდა. მომდევნო ტურში ბელგია ყაზახეთს ესტუმრება, ხოლო უელსი ლიხტენშტეინს.
| 1. | ბელგია | 6 | 4 | 2 | 0 | 21 | 6 | 15 | 14 |
| 2. | ჩრდ. მაკედონია | 7 | 3 | 4 | 0 | 12 | 3 | 9 | 13 |
| 3. | უელსი | 6 | 3 | 1 | 2 | 13 | 10 | 3 | 10 |
| 4. | ყაზახეთი | 7 | 2 | 1 | 4 | 8 | 12 | -4 | 7 |
| 5. | ლიხტენშტეინი | 6 | 0 | 0 | 6 | 0 | 23 | -23 | 0 |









