ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიუსელის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ძირითად ბადეში ითამაშებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი პიერ ჰერბერტი ზუსტად ორსაათიან შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. ნიკოლოზმა პირველი სეტი 3:6 წააგო, მაგრამ მეორე სეტში იმავე ანგარიშით იმარჯვა, ხოლო გადამწყვეტი სეტი ტაიბრეიკზე (7:4) მოიგო და საბოლოოდ, ფრანგი ჩოგბურთელი 3:6, 6:3, 7:6 დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი გამარჯვების მოპოვება შეძლო. მისი მეტოქე ძირითად ბადეში მოგვიანებით გაირკვევა. ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში ამჟამად 101-ე ადგილზეა.









