მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს თურქეთსა და საქართველოს შორის რუმინელი არბიტრები იმსაჯებენ.
მთავარი მსაჯი რადუ პეტრესკუ იქნება, რომელსაც რადუ გინგულეცი და ოვიდიუ არტენე დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას ანდრეი კივულეტე შეასრულებს, ხოლო VAR-ის ოთახში კატალინ პოპა და მარსელ ბირსანი იმუშავებენ.
პეტრესკუმ 2021 წლი 28 მარტს, თბილისში, საქართველო ესპანეთის მატჩი იმსაჯა, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს ბოლო წუთებზე, დანი ოლმოს გოლით, იმ მატჩში პეტრესკუმ ლევან შენგელიას წითელი, ხოლო ბუდუ ზივზივაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა.
2018 წლის 15 ნოემბერს, პეტრესკუმ იმსაჯა ერთა ლიგის D დივიზიონის მატჩი ანდორასა და საქართველოს შორის, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში სამი ქულა აქვს, თურქეთს - 6. შესაბამისად, იზმითში ვილი სანიოლის გუნდს აუცილებლად მოსაგები აქვს, რადგან სხვა შედეგი თურქეთს პრაქტიკულად მეორე ადგილს გაუნაღდებს.
თურქეთი - საქართველოს მატჩი 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.






