UFC-ს მსოფლიოს ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში მიმართა გაავრცელა, რომელიც ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ეხება.
„არსებობს მომენტები, როცა სული ორად იყოფა, მაგრამ გული მადლიერებით ივსება. ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა და იმ ადამიანებით, რომლებიც თითოეულ ნაბიჯზე მაძლიერებენ. ნამდვილი გამარჯვება ის არის - არასდროს დაივიწყო, საიდან მოდიხარ და ღირსებითა და გულით გააგრძელო გზა“, - წერს თოფურია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მატჩამდე ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს ესტუმრა. მატჩი ესპანეთმა 2:0 მოიგო.









