ნოვაკ ჯოკოვიჩი შანხაის მასტერსს ნახევარფინალში გამოეთიშა რეიტინგის 204-ე ნომერ ვალენტინ ვაშეროსთან მარცხით.
მონაკოელი ჩოგბურთელი შანხაიში სენსაციურად ასპარეზობს და ფინალში გასვლაც მოახერხა. მან ჯოკოვიჩს ორ სეტში, 6:3, 6:4 აჯობა. შეხვედრა საათსა და 41 წუთს გრძელდებოდა.
ვაშერო შანხაის მასტერსის ფინალში არტურ რინდერკნეხს დაუპირისპირდება.









