„უოტფორდის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ინდივიდუალურად ვარჯიშს აგრძელებს.
ინგლისური კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩაკვეტაძის ფოტო წარწერით - „კიდევ ერთი ნაბიჯი დაბრუნებისკენ“.
სხვა დეტალი ჯერჯერობით, უცნობია. ჩაკვეტაძე აპრილიდან მოყოლებული უქმობს, მან ზაფხულში გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც მიმდინარე სეზონში ვერ თამაშობს.
მისი დაბრუნების შანსი ნოემბერშიც მცირე უნდა იყოს, რადგან საყურადღებოა ალექსანდრე იაშვილის განცხადება, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ჩაკვე საქართველოს ნაკრებს მარტის სანაკრებო შეკრებაზე დაეხმარება.






