სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:55 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი: "უსამართლობაა, რომ ლა ლიგის მატჩი ამერიკაში უნდა ვითამაშოთ"

„ბარსელონას“ ფეხბურთელი ფრენკი დე იონგი არ ეთანხმება ლა ლიგის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „ვილიარეალი“ – „ბარსელონას“ მატჩი ამერიკაში, მაიამიში უნდა გაიმართოს.

„არ მომწონს ჩვენი იქ წასვლა და არ ვეთანხმები. ეს არ არის სამართლიანი შეჯიბრისთვის. არ მომწონს და არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია ფეხბურთელებისთვის. კლუბებისთვის საქმე მათი ბრენდის გლობალურად გაფართოებას ეხება. ალბათ, ეს არის მთავარი საკითხი. მესმის პოზიცია, მაგრამ არ მივიღებდი მას და არ ვეთანხმები“, - აღნიშნა დე იონგმა.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 20 დეკემბერს, მაიამიში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.180568