ფეხბურთი

13:55 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მექვაბიშვილი: "ვიცით რას წარმოადგენს ესპანეთის ნაკრები, თუმცა ჩვენც გვაქვს იარაღები"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა ცნობილი ესპანურ გამოცემა MARCA-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა ესპანეთთან 11 ოქტომბერს გასამართ მატჩზე ისაუბრა.

"ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში დიდი პატივია და ამასთან ერთად მოტივაცია, რომ შრომა გავაგრძელო, რათა ასეთ დონეზე თამაში შევძლო. ვიცით რა ძალას წარმოადგენს ესპანეთის ნაკრები, თუმცა ჩვენც გვაქვს ჩვენი იარაღები.

ესპანეთთან დაპირისპირება განსაკუთრებული გამოწვევაა, განსაკუთრებით პედრის მსგავსი ფეხბურთელის წინააღმდეგ, რომელიც წარმოადგენს სტილსა და ხარისხს, რაც ესპანურ ფეხბურთს უნიკალურს ხდის.

ძალიან მომწონს და მიყვარს ესპანეთი, მისი საფეხბურთო კულტურა და ლა ლიგის სტილი. ჩემი ოცნებაა ქართველი ფეხბურთელების იმ გზას გავყვე (მაგალითისთვის მამარდაშვილი და ქოჩორაშვილი), რომლებიც ისტორიულ კლუბებში ბრწყინავდნენ.

ჩემი მიზანია ყოველდღიურად გავაგრძელო ზრდა, ვისწავლო საუკეთესოებისგან და დავამტკიცო, რომ ქართველ მოთამაშეებს შეუძლიათ უმაღლეს დონეზე კონკურენცია." - განაცხადა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164207