მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგაში მორიგი ქულები დაკარგა. მადრიდის „რეალთან“ და „აინტრახტთან“ დიდი ანგარიშებით გამარჯვებების შემდეგ დიეგო სიმეონეს გუნდმა „სელტას“ ვერ აჯობა.
„ატლეტიკო“ მეექვსე წუთზე ავტოგოლით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს კლემენ ლენგლეს გაძევების გამო მოედანზე 10 კაცით დარჩა. მეორე ნახევარში კი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - იაგო ასპასმა გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა.
„ატლეტიკო“ 13 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ მომდევნო ტურში „ოსასუნას“ უმასპინძლებს.









