კალათბურთი

19:26 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩიკვილაძემ, ლომოურმა და როგავამ “შსს აკადემიასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმეს

სუპერლიგის ექსჩემპიონ “შსს აკადემიაში” ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, გუნდთან ბექა ჩიკვილაძემ (12.02.91. 196 სმ), რევაზ როგავამ (01.02.93. 192 სმ) და აკაკი ლომოურმა (17.01.91. 200 სმ) ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ახალი, 2014-15 წლების სეზონის დაწყების წინ, “არმიას” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში “შსს აკადემიას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რომელმაც არჩილ ჟღენტი შეცვალა.

0.126576