თამაშგარე

15:52 | 30.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

იამალისგან გულდათუთქული ფატი ვასკესი

სოციალური ქსელების ვარსკვლავი ფატი ვასკესი ლამინის სატრფო სულ რაღაც სამი თვე იყო. იამალი და ფატი გასულ ზაფხულს ზღვასა თუ მთაში დადიოდნენ და ბედნიერად ნეტარყუჩობდნენ. თუმცა, ლამინს ტრადიციულად რაღაცამ წამოუარა და გოგოს დაურეკა, შენზე გული ამიცრუვდა და სხვა ქალებს უნდა დავეცე ქარიშხალივითაო.

მიტოვების გამო გულდათუთქული ფატი ვასკესი ამბობს, რომ ლამინს ჩასაბურჯღნი ქალების სია აქვს შედგენილი და ამ საქმეში მას საკუთარი მენეჯერი ეხმარება, რომელიც თავად უგეგმავს პაემნებსა და საიდუმლო შეხვედრებს. თუმცა, რაღა საიდუმლო?!...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097894