რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-19 ტურში, ტიხვინის “ტოსნომ” კრასნოიარსკის “ენისეი” სანკტ-პეტერბურგში მიიღო და 3:1 გაიმარჯვა.
მასპინძლებში მეკარე ნუკრი რევიშვილმა სრულად ითამაშა. მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი სასტარტოში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. ფორვარდი ოთარ მარცვალაძე ტრავმირებულია და წელს მოედანზე ვერ გავა. რუსეთის მოქალაქე თავდამსხმელი მიხაილ გორელიშვილი 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, როდესაც “ტოსნო” 2:1 იგებდა, რევიშვილმა პენალტი მოიგერია. მიმდინარე სეზონში პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მეტოქეები ქართველ მეკარეს თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ვერ უტანენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ
ფულია ზატო რუსეთში. ეს ჩემი მეზობელია და მამამისმა აქ 3000 ლარს აძლევდენ ხელფასსო და იქ 8000 დოლარი ქონია და თუ გადავა კიდე მოუმატებენო. აქ 8000 დოლარი არამგონია რომელიმე გუნდმა მიცეს ხელფასი.
საქართველოს ჩემპიონატი ნამდვილად არაა უფრო მაღალი დონის რუსეთის პირველ ლიგაზე.
ვახ
არადა ოდნავ მეტი ფინანსები რომ ქონდეტ ქართულ კლუბებს რომელიმე აიყვანდა ამ კაცს. მართლა საცოდაობაა რუსეთის პირველ ლიგაში რომ თამაშობს, არადა უფრო მაღალ დონეზე შეუძლია ასპარეზობა
რუსეთის უმაღლესში მაინც თამაშობდეს
რაღა ჰანდანოვიჩი და რაღა ეს
იმედია რომელიმე უმაღლესი ლიგის გუნდი აიყვანს რევოს, კაი სეზონს ატარებს ნამდვილად.
დინამოში ჩამო რა