ფეხბურთი

18:43 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი: “რეალში” ჩემს პოზიციაზე არ მათამაშებენ”

მადრიდის “რეალის” 23 წლის კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ ესპანურ კლუბში მისთვის კომფორტულ პოზიციაზე თამაშის საშუალება არ ეძლევა.

“ჩემთვის უფრო კონფორტულია კოლუმბიის ნაკრებში თამაში, ვიდრე “რეალში”, რადგან ნაკრებში ჩემს პოზიციაზე თამაში მიწევს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ფეხბურთელი მზად უნდა იყოს ყველა პოზიციაზე სათამაშოდ, სადაც მწვრთნელი დააყენებს”, - განაცხადა როდრიგესმა.

იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ ხამეს როდრიგესს მის სქემაში მოსახვედრად პოზიცია შეუცვალა და თავდამსხმელების პასების მომარაგების მიზნით, მათ უკან ათამაშებს, როცა კოლუბიის ნაკრებში ხამესი უფრო ფლანგიდან თამაშობდა.

მადრიდის “რეალს” ხამეს როდრიგესი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ “მონაკოდან” შეუერთდა და პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.113274