ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოროზია რამდენიმე თვეა ნორვეგიულ კლუბ “სტაბეკში” თამაშობს. კლუბის ოფიციალურმა საიტმა გოროზიასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ფეხბურთის გარდა სპორტის რომელი სახეობა მოგწონს?
კალათბურთი და ზოგჯერ, ფეხბურთის თამაშის შემდეგ, დროს სპორტის ამ სახეობას ვუთმობ.
გუნდში ყველაზე მხიარული ფეხბურთელი?
ლუკ კასი, მას იუმორის მშვენიერი გრძნობა აქვს.
ყველაზე რომანტიკული ფეხბურთელი?
ემილ დალე. როგორც ვიცი მას ჰყავს მეგობარი გოგო და გუნდში ის არის ყველაზე რომანტიკული.
საყვარელი ფეხბურთელი?
გიორგი ქინქლაძე. ვამაყობ, რომ ქინქლაძე ქართველია. მას მშვენიერი დრიბლინგი ჰქონდა და ბურთს კარგად იმორჩილებდა. მსიამოვნებს მისი თამაშის ყურება.
საუკეთესო პარტნიორი
ჩემი საუკეთესო პარტნიორი დავით მთივლიშვილია, მას კარგად ვუგებ მოედანზე, დათოსთან თამაშისას დიდ სიამოვნებას ვიღებ.
რას იტყვი “სტაბეკის” გულშემატკივრებზე?
ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, მათ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო გუნდისთვის, ვაჩვენოთ შედეგი და ქომაგი გავახაროთ.
საყვარელი კერძი?
ხინკალი. შემდეგ მოდის ხაჭაპური (იღიმის). მასში შედის ყველი და ცომი. ის დაახლოებით პიცას გავს.
თავისუფალ დროს რას აკეთებ?
ვთამაშობ კალათბურთს, მინი-ფეხბურთს. ასევე ვუყურებ ფილმებს.
თქვენი საყვარელი გუნდი?
“არსენალი.” ლონდონური კლუბი ფაბრეგასის თამაშმა შემაყვარა.