ფეხბურთი

17:42 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

არზიანმა შელიას ვერ აჯობა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-19 ტურში, “სახალინმა”, სადაც ქართველი ნახევარმცველები ზურაბ არზიანი, გოჩა ხოჯავა და გიორგი კახელიშვილი ირიცხებიან, შინ კალინინგრადის “ბალტიკას” ვერ მოუგო – 0:0.

მასპინძელთა რიგებში ქართველთაგან მხოლოდ არზიანმა ითამაშა, რომელმაც მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო და მე-7 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ხოჯავა და კახელიშვილი 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდნენ.

კახელიშვილი დიდი ხანია უკვე ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარება.

“ბალტიკაში” რუსეთის მოქალაქე მეკარე გიორგი შელიამ სრულად იასპარეზა. “სახალინი” 16 ქულით 18 გუნდში მეთექვსმეტეა. “ბალტიკა” 19 ქულით მეთხუთმეტეა.

0.117196