ფეხბურთი

15:16 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2014/15: მრავალფეროვანი სათამაშო დღე

16 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე, რომელსაც ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს, საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება „ოქროს ლიგაში“, ასევე მესამე ტურის ორი მატჩს ჩაატარებენ „ვერცხლის ლიგის“ გუნდები, ხოლო სუპერლიგაში მეოთხე ტურის ორი დაპირისპირება გაიმართება.

„ვერცხლის ლიგაში“ გამოსარჩევია, ორი დაუმარცხებელი გუნდის, „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა“ და დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის დაპირისპირება, ასევე ინტერესს იწვევ, კიდევ ერთი 100% ლიდერის, პროკრედიტ ბანკის შეხვედრა სნიკერსთან.

„ოქროს ლიგაში“ ყურადღებას იპყრობს „საბანკო დერბი“ პრივატ ბანკსა და ვითიბი ბანკს შორის, ასევე „ერისთავისა“ და „ბათუმის წყალის“ დაპირისპირებაა გამოსარჩევი. ტურის ცენტრალურის სტატუსი აქვს ასევე, ორი ლიდერის, საქართველოს ბანკისა და „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის“შეხვედრას.

რაც შეეხება „სუპერლიგის“ მეოთხე ტურის ორ შეხვედრას, განსაკუთრებულ ინტერესს „ვარსკვლავური“ პროგრეს ბანკისა და გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტის, PSP-ს დაპირისპირება იწვევს. კალაძე და კომპანიას იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის.

16.11.2014. ვერცხლის ლიგა. III ტური

13:00 პროკრედიტ ბანკი - სნიკერსი

17:00 GWP - ტატიშვილი

16.11.2014.ოქროს ლიგა. III ტური

11:00 ნატახტარი - ბორჯომი

12:00 ერისთავი - ბათუმის წყალი

16:00 პრივატ ბანკი - ვითიბი ბანკი

18:00 საქართველოს ბანკი - GM ჭიათურა

19:00 CFCP - ევროპაბეთი

16.11.2014. სუპერლიგა. IV ტური

14:00 პროგრეს ბანკი - FC PSP

15:00 დინამო (ბთ) – FC TTC

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, თაფლი „მეფუტკრე“ და ყვავილების მაღაზია „flowers.ge”.

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.113273