ფეხბურთი

3:18 | 18.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "განსხვავებული კალენდარი გვაქვს, საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა რთული იქნება"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ატალანტასთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტი კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით, მაგრამ ამბობს, რომ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა რთული იქნება.

„მიზანი იყო ამ სეზონის კარგად დაწყება იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პირველი მატჩით. ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ერთი-ერთზე იცავს თავს და ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ვაგრძელებთ ორი წლის წინ დაწყებულ საქმეს. კიდევ არის გასაუმჯობესებელი რაღაცეები, მაგრამ მომეწონა ჩვენი მენტალიტეტი და ინტენსივობა. ბევრი მომენტი შევქმენით. პირველ ტაიმს ტრიბუნიდან ვუყურე, რადგან თამაშს უკეთ ვხედავ. დავინახე, რომ ფეხბურთელებმა კარგად, ბრწყინვალედ გადალახეს ზეწოლა. იქიდან უფრო ადვილია მოწინააღმდეგის ვინაობისა და ზეწოლის ანალიზი. მეორე ტაიმში ისინი ცოტა განსხვავებულად იცავდნენ თავს.

ტოპ 8-ში მოხვედრა? სინამდვილეში მიზანი არ არსებობს, რადგან, როგორც იცით, ჩვენი გრაფიკი ძალიან განსხვავდება ყველასგან. ხუთი მატჩის მოგება და ერთის ფრედ დასრულება რთული იქნება, რადგან ყველაზე რთული გრაფიკი გვაქვს.

„მარსელთან“ მატჩი? მათი მატჩი ვნახე. ვიცით ამ მატჩის მნიშვნელობა, როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე კლუბისთვის. ეს ძლიერი მეტოქეობაა და ჩვენ სიამოვნებით ვთამაშობთ ასეთ მატჩს. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ მაღალ დონეზე თამაშს და ამ მატჩში გამარჯვებას. ყველას სურს მონაწილეობა მიიღოს ასეთ დაპირისპირებებში. ეს ფრანგული კლასიკაა.

მე ვირჩევ პენალტების შემსრულებლებს. გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომლებსაც შეუძლიათ მათი შესრულება, მაგრამ ვფიქრობდით, რომ ბრედლი დღეს გატანას შეძლებდა, რადგან მანამდე პენალტით არასდროს გაუტანია გოლი. როგორც წესი, პენალტებს, დემბელე, ვიტინია, რამოში ან ნუნუ მენდეში ასრულებს.

ამ ზაფხულს ძალიან ცოტა დღე დავისვენეთ, ამიტომ ისევ იმავე ფორმაში ვართ, როგორც გასულ სეზონში. გვიყვარს ფეხბურთის თამაში, მზად ვართ. რა თქმა უნდა, სეზონის დასაწყისია, მაგრამ ყოველთვის პოზიტიური განწყობით უნდა მიუდგე ყველაფერს. ეს წინსვლის საუკეთესო გზაა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 1 ოქტომბერს, „ბარსელონს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099826