მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვალეტ მაცარი დაითხოვა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Corriere dello Sport-ი იუწყება.
მაცარის გაშვების მიზეზი სერია A-ში გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგი გახდა. თერთმეტი ტურის მერე, “ინტერს” 16 ქულით მე-9 ადგილი უკავია.
აღსანიშნავია, რომ მაცარი 23 ნოემბერს “ინტერსა” და “მილანს” შორის გასამართი მილანური დერბიმდე ე.წ. “მადონინამდე” დაითხოვეს. ის გუნდს სათავეში შარშან ჩაუდგა და 2013-2014 წლების სეზონში “ინტერმა” მე-5 ადგილი დაიკავა.
მაცარის ყველაზე რეალურ შემცვლელად რობერტო მანჩინი მიიჩნევა, რომელსაც “ინტერში” 2004-2008 წლებში უმუშავია.