ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კავაჩმა ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩისთვის გაფართოებული 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ხორვატები 16 ნოემბერს მილანში "სან სიროზე" იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. H ჯგუფში სამი ტურის შემდეგ ორივე გუნდს 9-9 ქულა გააჩნიათ.
იტალიასთან გასამართი მატჩისთვის კოვაჩის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: დანიელ სუბასიჩი ("მონაკო", საფრანგეთი), ლოვრე კალინიჩი ("ჰაიდუკი"), ივან ვარგიჩი ("რიეკა").
მცველები: დარიო სრნა ("შახტარი", უკრაინა), ვედრან ჩორლუკა ("ლოკომოტივი", რუსეთი), დეიან ლოვრენი ("ლივერპული", ინგლისი), სიმე ვრსალიკო ("სასუოლო", იტალი), დომაგოი ვიდა ("დინამო", უკრაინა), ჰრვოიე მილიჩი ("როსტოვი", რუსეთი), ტინ იედვაი ("ლევერკუზენი", გერმანია), მარინ ლეოვაჩი ("რიეკა").
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი ("რეალი", ესპანეთი), ივან რაკიტიჩი, ალენ ჰალილოვიჩი (ორივე "ბარსელონა", ესპანეთი), დანიელ პრანიჩი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი), ივან პერისიჩი ("ვოლფსბურგი", გერმანია), მატეო კოვაჩიჩი ("ინტერი", იტალია), მილან ბადელი ("ფიორენტინა", იტალია), მარსელო ბროზოვიჩი, დომაგოი ანტოლიჩი (ორივე ზაგრების "დინამო").
თავდამსხმელები: მარიო მანჯუკიჩი ("ატლეტიკო", ესპანეთი), ივიცა ოლიჩი ("ვოლფსბურგი", გერმანია), დუჟე კოპი (ზაგრების "დინამო"), ანდრეი კრამარიჩი, ანას შარბინი (ორივე "რიეკა").