ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ქენან ილდიზის შესახებ ისაუბრა.
მას ჰკითხეს ილდიზის და ალესანდრო დელ პიეროს შედარებაზე, რაც ხორვატ სპეციალისტს არ მოეწონა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს შორის პარალელს ჟურნალისტები ავლებენ:
„შედარებები ყოველთვის გარედან კეთდება და არ შიგნიდან. თქვენ აკეთებთ ამას, ისინი, ვინც ფეხბურთზე მუშაობენ და წერენ. ილდიზი არ უყურებს დელ პიეროს ფოტოს, როდესაც ძილის წინ კბილებს იხეხავს. ის ფეხბურთის თამაშზე ფიქრობს და შემდეგ თქვენ აკეთებთ ამ შედარებებს. ბევრი ვისაუბრეთ მასზე, მაგრამ უნდა მივცეთ საშუალება იცხოვროს თავისი ცხოვრებით და ყოველდღიურად გაიზარდოს იმაზე საუბრის გარეშე თუ რა შეეძლო ან არ შეეძლო. ის კარგად მუშაობს და ასე უნდა გააგრძელოს“, - თქვა ტუდორმა.
შეგახსენებთ, რომ ქენან ილდიზმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში ჩატარებულ სამ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.






