ფეხბურთი

13:38 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი პოდოლსკის კლუბის შეცვლას ურჩევს

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის იოახიმ ლიოვის აზრით, ლონდონის “არსენალის” ფორვარდს ლუკაშ პოდოლსკის მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. მან ისიც დასძინა, რომ კლუბში იშვიათად ასპარეზობის მიუხედავად, 29 წლის თავდამსხმელი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

“პოდოლსკის ვესაუბრე არსებული სიტუაციის შესახებ. ვფიქრობ, ის ამას გაიაზრებს. ლუკაშისთვის აუცილებელია, რომ სასტარტო შემადგენლობაში რომელიმე კლუბში ითამაშოს. მასში ადრინდელივით დარწმუნებული ვარ, მაგრამ მისთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა აუცილებელია. მაშინ, ის მეტოქეებს უფრო ხშირად გაექცევა და მისი შეჩერება რთული იქნება. უახლოეს თვეებში მან ამ მიმართულებით უნდა იმუშავოს. პირველ ყოვლისა, საუბარი სათამაშო პრაქტიკაზეა” – იუწყება გერმანული გამოცემა Bild-ი.

მიმდინარე სეზონში, პოდოლსკიმ ინგლისის პრემიერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში 3 და ერთი გოლი გაიტანა.

0.113184