თომას მიულერმა MLS-ში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ვანკუვერმა“ „ფილადელფია“ 7:0 გაანადგურა და გერმანელმა სამჯერ გაიტანა.
თომასმა მეტოქის კარი 29-ე, 45-ე და 88-ე წუთებზე დალაშქრა. გერმანელს კანადურ კლუბში ჩატარებულ სამ მატჩში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.
„ვანკუვერი“ 52 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.









