ჩოგბურთი

10:35 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ნიშიკორი ნახევარფინალში გაიყვანა

ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის B ჯგუფის დასკვნით მატჩში როჯერ ფედერერმა ენდი მარეის 6:0, 6:1 მოუგო და დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი. ეს შედეგი აწყობდა იაპონელ კეი ნიშიკორის, რომელმაც ლონდონში ორ მატჩში იმარჯვა და შვეიცარიელთან ერთად ნახევარფინალში გავიდა.

“მთელი მატჩის განმავლობაში ენდის საკუთარ პირობების ვკარნახობდი. კორტზე ყველაფერი გამომდიოდა, ამიტომაც შეხვედრის მასვლელობით და შედეგით ფრიად კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა როჯერმა ენდის “დაჩაგვრის” შემდეგ.

მარეი კი შემდეგი კომენტარით შემოიფარგლა: “როჯერმა დღეს განსაკუთრებულად კარგად ითამაშა, მე კი საკუთარი გამოსვლით იმედგაცრუებული ვარ. არცთუ ცუდ ფორმაში ვიმყოფები, ამიტომაც მხოლოდ ერთი გეიმი რომ მოვიგე, ჩემთვისაც მოულოდნელია”.

0.112601