თამაშგარე

15:24 | 9.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო გონსალესს ყოფილი შეყვარებული აუმხედრდა

არგენტინელი შემტევის, ნიკო გონსალესის ყოფილი გულისსწორი, ასევე არგენტინელი მოდელი პალომა სილბერგი აშკარად ძალიან არის გაბრაზებული ყოფილ შეყვარებულზე და თუკი ჟურნალისტებთან საუბრის საშუალება მიეცემა, რაც კი შეუძლია ყველანაირად ცდილობს ნიკოს გაშავებას.

პალომას თქმით, მან ნიკო გონსალესი ღალატში თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ კი სახლში დამონტაჟებული ვიდეოკამერების საშუალებით ამხილა. როგორც სილბერგი ამბობს, ნიკო გონსალესმა არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მის შეყვარებულსაც ჰქონდა და ბუენოს აირესში მდებარე სახლში იმ დროს მიიყვანა ახალი საყვარელი, როდესაც მისი ოფიციალური გულისსწორი ტურინში ეგულებოდა.

პალომა სილბერი ამბობს, რომ ღალატი ნიკოს ბუნებისთვის დამახასიათებელი ჩვევაა და დარწმუნებულია, რომ აწუკვე ესპანეთში გადაბარგებული არგენტინელი ფეხბურთელი ახალ შეყვარებულსაც ადრე თუ გვიან აუცილებლად უღალატებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170637