ფეხბურთი

21:10 | 5.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" ალჟირელი ფეხბურთელი დაიმატა

„ლიონმა“ ვეტერანი ალჟირელი ფეხბურთელი რაშიდ გეძალი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

გეძალი „ლომებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რაშიდ გეძალი „ლიონში“ 2012-2017 წლებში თამაშობდა და 119 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან ასევე ითამაშა „მონაკოში“, „ლესტერში“, „ფიორენტინაში“, „ბეშიქთაშში“, ხოლო 2024 წლიდან უგუნდოდ იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.0946