ფეხბურთი

17:00 | 13.10.2014 | ნანახია 0 - ჯერ

19-წლამდელებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვეს

საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

გიორგი დევდარიანის შეგირდებმა საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში რუმინელი თანატოლები 3:1 დაამარცხეს და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ. “მიხეილ მესხზე” გამართულ შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე გეორგ პუშკაშმა გახსნა. მე-9 და მე-13 წუთებზე “მეტალურგის” ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა დუბლი მიითვალა. შესვენებიდან სამ წუთში ზურაბ მალანიამ ქართველთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა და როგორც შემდგომში გაირკვა მატჩის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით საქართველომ მე-11 ჯგუფში 6 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გავიდა და ლიდერ ჩერნოგორიას სამი ქულით ჩამორჩა. ბალკანელებმა “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე კვიპროსი უხვგოლიან მატჩში ანგარიშით 6:3 დაამარცხეს.

1.

ჩერნოგორია

3

3

0

0

9:3

9

2.

საქართველო

3

2

0

1

6:4

6

3.

კვიპროსი

3

1

0

2

5:9

3

4.

რუმინეთი

3

0

0

3

1:5

0

0.118004