ფეხბურთი

16:19 | 3.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე საფრანგეთის ნაკრებშია, მაგრამ ინდივიდუალურად ვარჯიშობს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი უსმან დემბელე საფრანგეთის ნაკრებშია, მაგრამ ტრავმის გამო ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ამის შესახებ L'Equipe წერს.

ფეხბურთელი აგრძელებს მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმის მკურნალობას, რომელიც შაბათს ლიგა 1-ში „ტულუზთან“ მატჩში (6:3) მიიღო. მოსალოდნელია, რომ ის გუნდურ ვარჯიშს ერთ კვირაში დაუბრუნდება.

საფრანგეთის ნაკრები 5 სექტემბერს უკრაინის ნაკრებთან, ხოლო 9 სექტემბერს ისლანდიასთან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ითამაშებს.

გასულ სეზონში დემბელემ კლუბის დონეზე ყველა ტურნირში 53 მატჩი ჩაატარა, 35 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა პსჟ-ს შემადგენლობაში თავდამსხმელი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, მოიგო ეროვნული თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097026