შვეიცარიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ მცველი მანუელ აკანჯი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. ტრანსფერზე შეთანხმება შედგა.
აკანჯი „ინტერს“ იჯარით შეუერთდება, რომლის ღირებულება 2 მილიონი ევრო იქნება, ხოლო ხელფასის ნაწილს „სიტი“ გადაუხდის. „ინტერს“ ფეხბურთელის გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლებს, ხოლო გამოსყიდვა სავალდებულო გახდება, თუ აკანჯი მატჩების 50%-ს ითამაშებს და „ინტერი“ იტალიის ჩემპიონი გახდება.
მანუელ აკანჯი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 136 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მანამდე შვეიცარიელი ფეხბურთელი „დორტმუნდის“, „ბაზელის“ და „ვინთერტურის“ ღირსებას იცავდა.









