ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკო გონსალესი მადრიდის „ატლეტიკოს“ უახლოვდება.
არგენტინელს ესპანურ კლუბთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს 2030 წლის ზაფხულამდე (1+4), ხოლო ახლა კლუბებიც შეთანხმდნენ იჯარის სავალდებულო გამოსყიდვის პირობებზე.
პარალელურად, „იუვენტუსი“ ნიკოს შეცვლას „ლილის“ კოსოვოელი შემტევის, ედონ ჟეგროვათი გეგმავს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი, სეზონში 2.5 მილიონი ევროს ანაზღაურებით კარგა ხანია შეთანხმებულია და კლუბებს შორის 12 მილიონ ევროდ ტრანსფერზე შედგა შეთანხმება.
ახლა ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორია: ლა ლიგამ "ატლეტიკოს" ნიკოს დარეგისტრირების უფლება უნდა მისცეს და როცა ეს მოხდება, მაშინვე არგენტინელი "ატლეტიკოს" ფეხბურთელი გახდება, ჟეგროვა კი "იუვენტუსის".
ნიკო გონსალესი „იუვენტუსმა“ ერთი წლის წინ „ფიორენტინადან“ 40 მილიონ ევროდ დაიმატა, მაგრამ მან მოლოდინი ვერ გაამართლა და 38 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ფიორენტინასა“ და „შტუტგარტში“ თამაშობდა.
ედონ ჟეგროვა 2021 წლიდან „ლილში“ ირჯება, რომლის მაისურით 107 თამაშში 26 გოლი გაიტანა.






