ფეხბურთი

17:16 | 31.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკამ" უკრაინელი ფეხბურთელი დაიმატა

უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი გეორგი სუდაკოვი კარიერას „ბენფიკაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

სუდაკოვი „ბენფიკას“ იჯარით შეუერთდა, რომლის ღირებულება თითქმის 7 მილიონი ევროა, ხოლო 2026 წელს პორტუგალიელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ 20 მილიონ ევროდ.

22 წლის გეორგის სუდაკოვს მთელი კარიერა „შახტარში“ აქვს გატარებული, რომლის მაისურით 148 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა.

0.092646