„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონი სავარაუდოდ, კარიერას „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს.
ბრაზილიელი მეკარით დიდი ხანი „გალათასარაი“ ინტერესდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, „ფენერი“ მასთან ახლა უფრო ახლოსაა. გადამწყვეტი გამოდგა ხელფასი, რომელიც „ფენერბაჰჩემ“ უფრო მაღალი შესთავაზა - სეზონში 8 მილიონი ევრო, ხოლო „გალათასარაის“ შეთავაზება 7 მილიონია.
შეგახსენებთ, რომ ედერსონი 2017 წლიდან „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობს, რომლის ღირსება დღემდე 372-ჯერ დაიცვა, ხოლო მანამდე „ბენფიკას“, „რიუ ავესა“ და „რიბეირაოს“ წევრი იყო.









