თამაშგარე

11:40 | 27.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახური ფანტასტიკა და მისტიკა

გუშინ ყაზახური „კაირათის“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გვინდა „თამაშგარეშიც“ აღვნიშნოთ და სწორედ ამიტომაც წარმოგიდგენთ აია შალკარის, რომელიც მოდელის გარდა, მულტიდისციპლინური მხატვარია. მისი მხატვრული სამყარო აერთიანებს ყაზახური კულტურის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ელემენტებს. „ყაირათის“ გასვლაც, მოგეხსენებათ, ბევრს სწორედ ფანტასტიკის სფეროს ნაწილი ეგონა.

1996 წელს ალმა-ატაში დაბადებული შალკარის შემოქმედებით მიდგომას მომავლის არქეოლოგიასაც უწოდებენ. ეს აერთიანებს მხატვრულ პრაქტიკას და ამ ყველაფერს უხამებს მოდელის კარიერასაც, სადაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.
ახლა აია აშშ-ში მოღვაწეობს, რამდენჯერმე ცნობილი ჟურნალების გვერდებზეც დაიდო ბინა და ამის მიუხედავად, პირად ცხოვრებას ისე მალავს, როგორც გლაზგოში მიმავალი „სელტიკის“ გულდათუთქული ფანი ვისკის ბოთლს ავტობუსის სავარძლის უკან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09638