„ვილიარეალმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ პორტუგალიელი ცენტრალური მცველი რენატო ვეიგა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ვეიგას ტრანსფერის ღირებულება ბონუსების ჩათვლით 30 მილიონი ევროა და მან ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2032 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
რენატო ვეიგა „ჩელსიმ“ 2024 წელს „ბაზელიდან“ შეიძინა და 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი „იუვენტუსში“ ჰყავდა განათხოვრებული, სადაც 15 უგოლო თამაში ჩაატარა. მანამდე ვეიგა „აუგსბურგსა“ და „სპორტინგში“ თამაშობდა.







