ჩოგბურთი

2:11 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის კვალიფიკაციის მეორე წრეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის პირველი წრე დაძლია.

ქართველმა ჩოგბურთელმა ბელგიელი გოტიე ონკლინი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მატჩი 2 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა პირველი სეტი ტაიბრეიკზე მოიგო და დაწინაურდა, თუმცა მეორე სეტში უკვე ბელგიელმა იმარჯვა. საბოლოოდ, მესამე სეტმა გადაწყვიტა ყველაფერი, სადაც ქართველმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და გაიმარჯვა - 7:6, 5:7, 6:1.

ბასილაშვილმა 9 ეისი შეასრულა და 11 ორმაგი შეცდომაც დაუშვა, ხოლო მეტოქეს 2 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის მეორე წრეში შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ჰესლერს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099672