32 წლის ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ტრავმირებულია და "ნაპოლის" დახმარებას დაახლოებით 3-4 თვეს ვერ შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად იტალიური კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლუკაკუს სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ბელგიელს მარცხენა ფეხის კუნთის ძლიერი დაზიანება აქვს. ამის გამო მას 3-4 თვით უქმობა მოუწევს. ლუკაკუმ კონსულტაცია ქირურგთან უკვე გაიარა და რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.
რომელუ ლუკაკუმ აღნიშნული დაზიანება 14 აგვისტოს "ოლიმპიაკოსთან" გამართულ ბოლო ამხანაგურ მატჩში მიიღო და მოედანი 33-ე წუთზე მედიკოსების დახმარებით დატოვა,
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 23 აგვისტოს "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს.






