ფეხბურთი

11:22 | 18.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილი მცველად თუ შემტევად? "მეცის" მწვრთნელის პასუხი

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „სტრასბურთან“ 0:1 დამარცხდა, გიორგი წიტაიშვილმა კი, მარცხენა ფლანგზე ითამაშა, 3-4-2-1 სქემაში, ის მთელ ფლანგს აკონტროლებდა.

მატჩის შემდეგ „მეცის“ მთავარ მწვრთნელ სტეფან ლე მინანს სწორედ ამასთან დაკავშირებით ჰკითხეს: „პრიორიტეტული შეტევის გაძლიერებაა თუ მარცხენა მცველის დამატება, კერძოდ, გიორგი წიტაიშვილს შეტევაში თამაშის საშუალება რომ მიეცეს?

„მეცის“ თავკაცის პასუხი შემდეგნაირია:

„არსებობს რამდენიმე ვარიანტი. ცხადია, გარკვეულ ზონებში გვსურს გუნდის გაძლიერება: შეტევაში, მარცხენა ფლანგზე... ასევე, ვიცით, რომ შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი წავიდეს, რომელთა შეცვლა მოგვიწევს. პირველ სექტემბრამდე ყველა კლუბის მსგავსად დაძაბული ვართ. ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ“, - თქვა ლე მინანმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა „სტრასბურთან“ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი აბუაშვილი სათადარიგო სკამზე იყო. „მეცი“ მომდევნო ტურში 24 აგვისტოს, სტუმრად „ლიონს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090495