„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა გუნდი უნდა დატოვოს.
ესპანელი ფიქრობს, რომ შემადგენლობაში ბევრი ფეხბურთელის ყოლა ჯანსაღი არ არის:
„ძალიან ბევრი ფეხბურთელის ყოლა ჯანსაღი არ არის, გუნდში კარგ განწყობას ვერ შექმნი“, - თქვა „ვულვზთან“ გამარჯვების შემდეგ პეპმა.
ესპანელმა კომენტარი გააკეთა ტიჯანი რეინდერსის შესახებასაც, რომელმაც პრემიერლიგაში გოლით და საგოლე პასით შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა:
"ნამდვილად კარგად ითმაშა. მშვენიერი ბიჭია, რომელმაც პირველივე დღიდან დატოვა კვალი. თავისი სისწრაფით, მას შეუძლია ნახევარდაცვაში დახმარება. ის გამორჩეული იყო „მილანში“ და ეროვნულ ნაკრებში. ის „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია“.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის ახალი სეზონი იდეალურად დაიწყო და სტუმრად „ვულვზი“ 4:0 გაანადგურა.






