„ლივერპულმა“ ცენტრალურ მცველ იბრაჰიმა კონატეს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. მერსისაიდელები სურთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (1 სექტემბერი) მიიღოს. მისი ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამის შესახებ DaveOCKOP-ის ანგარიში იტყობინება სოციალურ პლატფორმა X-ზე.
წყაროს ცნობით, „წითლებს“ არ სურთ თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაციის განმეორება, რომლის გახანგრძლივებაზეც გასული სეზონის უმეტესი ნაწილი საუბრობდნენ.
თუ კონატე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდება, „ლივერპულს“ შეუძლია ის 35 მილიონ გირვანქაზე (40.6 მილიონი ევრო) მეტად გაყიდოს, რათა თავიდან აიცილოს გაისად ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა.
კონატე „წითლებში“ 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ პერიოდში მცველმა ყველა ტურნირზე 134 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.






