ფეხბურთი

0:40 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „კრაკოვიამ“ ლოძის „ვიძევი“ 1:0 დაამარცხა, ოთარ კაკაბაძე კი საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველი მცველის გადაცემით 69-ე წუთზე მარტინ მინჩევმა დალაშქრა მეტოქის კარი. კაკაბაძე მოედანზე შეუცვლელად იყო და ყვითელი ბარათიც მიიღო. ოთარმა სეზონი კარგად დაიწყო, უკვე აქვს აქტივში ერთი გოლი და ორი საგოლე პასი.

„კრაკოვია“ 10 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 აგვისტოს, „პიასტს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097393